წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია დაიწყო

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია დაიწყო

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩარიცხული სტუდენტებისთვის ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია იწარმოებს ამა წლის 30 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით. ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის, 30 აგვისტოდან 8 სექმტემბრის ჩათვლით სასწავლო უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე).
  • პირადობის მოწმობის ასლი.
  • ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან დედანი.
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟების შემთხვევაში).
  •  ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი), ასევე ელექტრონული ვერსია CD დისკზე.
  •  სწავლის საფასურის    ½   - ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. (გადახდის ქვითრი)

დოკუმენტაციის   წარმოდგენის   შემდეგ    სტუდენტთან  გაფორმდება ხელშეკრულება.



  • წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი 18 სექტემბერს დაიწყება.  დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვმართეთ თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. N4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მე-6 სართული. ტელ: 2187 107