ბიზნესის მართვისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტი

წმიდა  გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი დაარსდა 1991 წელს და მუდმივი ზრდისა და განვითარების შედეგად იკავებს ერთ–ერთ მნიშვნელოვან პოზიციას საქართველოს განათლების სისტემაში. სასწავლო გეგმა და პროცესი ისეა შემუშავებული, რომ ჩვენი კურსდამთავრებულის ცოდნა საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციისა და კომპანიის თანამედროვე მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.

 

სასწავლო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბიზნესის და მართვის ფაკულტეტი, რომელიც ახორციელებს  ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამას.  ფაკულტეტზე სწავლების პროცესი ემყარება კვალიფიკაციის განმსაზღვრელ სამ ძირითად კომპონენტს:

* უმაღლესი ხარისხის განათლება – თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ერთობლიობა;

* ყურადღების კონცენტრირება როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მოთხოვნებზე;

* პროფესიული და სოციალური კონკურენტუნარიანობის მუდმივი გაუმჯობესება. 

 

ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა შესაბამისობაშია სასწავლო უნივერსიტეტის მისიასთან და მიზნად ისახავს: კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების  მომზადებას. პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების კანონზომიერებათა ცოდნით შეიარაღებული აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტები, ჩამოუყალიბოს მათ ლიდერობისა და ხელმძღვანელობის, გადაწყვეტილების მიღების და ანალიტიკური აზროვნების უნარი სწრაფად ცვალებად გარემოში. იგი შექმნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ სურვილი, დაეუფლონ ბიზნესის მართვის თანამედროვე და შრომის ბაზარზე უაღრესად მოთხოვნად პროფესიას.

 

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტს შეუძლია  სოციალურ–ეკონომიკური პროცესებისა და ორგანიზაციების ეფექტური ადმინისტრირების წარმატებით უზრუნველყოფა; ეკონომიკური, საფინანსო, საბანკო, სადაზღვევო, მარკეტინგული, სამმართველო, საინფორმაციო, ანალიტიკური, ინოვაციური და სხვა სახის ადმინისტრაციული საქმიანობის წარმართვა.

 

ბიზნესის და მართვის ფაკულტეტზე მიღებული ცოდნა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, წარმატებული საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ორგანიზაციებსა და ბიზნეს–სტრუქტურებთან. 

 

 

 

  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობაა 4 წელი;
  • სწავლების ენა – ქართული;
  • კურიკულუმი დაფუძნებულია  ECTS-ზე  (European Credit Transfer System).

 

კურსდამთავრებულებს  შეუძლიათ  დაიკავონ პოზიციები ნებისმიერი დარგის საწარმოში მართვის სხვადასხვა დონეზე, მათ შორის მარკეტინგსა და გაყიდვებში, კადრების მართვაში, ფინანსებში და სხვა სეგმენტებში. აგრეთვე, მათ შეუძლიათ  საწარმოს  მდგრადი ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკური ანალიზი მიკრო და მაკრო დონეზე. შესწევთ უნარი  ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობისა.  

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის მიერ წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ურთიერთობები ბიზნეს–კომპანიებთან და სხვა სტრუქტურებთან კურსდამთავრებულებს აძლევს დასაქმების ფართო შესაძლებლობებს. 

 

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე სწავლების ძლიერი მხარეებია: 

 

თანამედროვე, მაქსიმალურად ეფექტური მატერიალურ–ტექნიკური ბაზა

წმიდა  გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად საჭირო და აუცილებელი მატერიალურ–ტექნიკური ბაზით. სასწავლო პროცესში გამოიყენება უახლესი ვიდეო და აუდიო, საპრეზენტაციო და საილუსტრაციო ტექნიკური საშუალებები.

ბიბლიოთეკა აღჭურვილია სათანადო ინვენტარით (მერხი, დაფა, ვიდეო–პროექტორი, ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერული კლასები, უწყვეტი ელექტ­რო­ენერგია, გათბობის სისტემა, სველი წერტილები და სხვ) და მდიდარი  წიგნადი ფონდით.

 

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი მუდმივად ზრუნავს სასწავლო მასალების განახლებაზე და საბიბლიოთეკო ფონ­დის შევსებაზე. სილაბუსებში მითითებული ლიტერატურა დაფუძნებულია დარგის აქტუალურ მიღწევებზე და მათში მითითებული ყველა ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის დიდი ნაწილი ხელმი­საწვ­დომია სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. უზრუნველყოფილია  საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ქსელში  ჩართულობა.

 

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სასწავლო უნივერსიტეტს  აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისთვის, რომელთაც ბიზნესის და მართვის ფაკულტეტი სთავაზობს  მომსახურების განსაკუთრებულ პირობებს.

 

 

 

 

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და პედაგოგები

წმიდა  გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე  სწავლების პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პროფესორ–მასწავლებლები, რომელთაც აქვთ როგორც შესაბამისი სასწავლო კურსის ღრმა თეორიული ცოდნა, ასევე მოცემულ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება, რაც სწავლების პროცესს გაცილებით საინტერესოს და ეფექტურს ხდის.

ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და პედაგოგები პროფესიონალთა ჯგუფია, რომელიც მუდმივად ზრდის თავის შესაძლებლობებს, რათა მიაღწიოს სასურველ მდგომარეობას და მიიღოს მაქსიმალური შედეგი. პედაგოგიური გუნდის ამოცანაა, სტუდენტებს განუვითარონ:

  • ბიზნესის ადმინისტრირების პრინციპების პრაქტიკული ცოდნა, რომელიც მოიცავს დაგეგმვას, მართვას, ანალიზს და კონტროლს;
  • ბაზარზე ორიენტირებული აზროვნება; ანალიტიკური და ინტერპრეტირების უნარ–ჩვევები; სხვადასხვა ორგანიზაციულ სიტუაციაში მართებულად გარკვევის უნარ–ჩვევები;
  • საკუთარი თავის და შრომის შედეგების პრეზენტირების უნარი. კვლევებისა და ანალიზის გამოსახვა დასრულებული ნაშრომის (პროექტის ან პრეზენტაციის) სახით;
  • ადამიანურ რესურსებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ–ჩვევები, რომლებიც აუცილებელია მენეჯერებისა და ლიდერებისათვის.

 

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამა

აღნიშნული  საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმა  ემყარება ბიზნესის ადმინისტრირების მოდიფიცირებულ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ადაპტირებულია მსოფლიოს თანამდროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებთან და მათი კურიკულუმი დაფუძნებულია კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ სისტემა-ზე   ECTS (European Credit Transfer System).

პროგრამის განახლება ხდება სისტემატურად, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ კურსდამათავრებულის ცოდნა მაქსიმალურად აკმაყოფილებდეს შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ადგილების შემქმნელი ორგანიზაციებისა და კომპანიების მიერ კვალიფიკაციისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

 

თანამედროვე და მაქსიმალურად ეფექტური სწავლების მეთოდები

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაში გამოყენებულია თანამედროვე საერთაშორისო სასწავლო პრაქტიკაში  დანერგილი სწავლების მეთოდები. ჯგუფების დაკომპლექტების მიღებული კვოტა – მაქსიმუმ 20 სტუდენტი თითო ჯგუფში – ლექტორს და სტუდენტს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს სასწავლო პროცესი და სალექციო და სხვა საკონტაქტო საათებში  მსმენელის აქტიურად ჩართვით მიიღოს საუკეთესო შედეგი.

 

საწარმოო პრაქტიკა საქართველოს წამყვან ფირმებსა და ორგანიზაციებში

წმიდა  გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნესის სექტორის სხვადასხვა წამყვან კომპანიასთან. ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან საქართველოს ლიდერ ფირმებსა და ორგანიზაციებში:

  • კომპანია ს.ს „ საქართველოს ბანკი;“
  • კომპანია   შ.პ.ს. „თრეველ–ტური;“
  • შ. პ. ს. აუდიტორული ფირმა „ბაკაშვილი და კომპანია“;
  • შ. პ. ს. „აუდიტორული ფირმა “ორბი”;
  • იბერია ბიზნეს ჯგუფის კომპანია  „იბერია ავტო ლენდი“ (მიცუბიში)

 

 

თანამშრომლობა   საზღვარგარეთის და საქართველოს  წამყვან უმაღლეს– სასწავლებლებთან

 საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და მათ მიმართ ნდობის ამაღლების, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების, ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი პროგრამების შექმნის და კურსდამთავრებულთა დასაქმების ინტერნაციონალიზაციის  კუთხით,  წმიდა  გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს  გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმები საზღვარგარეთის წარმატებულ დაწესებულებებთან;

 

 

  • ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრთან (THE CENTRE FOR  EAST  EUROPEAN STUDIES, UNIVERSITY OF WARSAW
  • ლონდონის “Princess College”-თან  (PRINCESS COLLEGE LONDON)
  • ბაქოს  ევრაზიის უნივერსიტეტთან

მხარეები თანამშრომლობენ ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და სტანდარტის დახვეწაზე,  აგრეთვე, სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებსა და  ტრენინგ–სემინარებში  ან გაიარონ მხარეების მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსები.

აგრეთვე, კურსდამთავრებულთა დასაქმების უზრუნველსაყოფად წმიდა  გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს  გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმები საქართველოს წარმატებულ უმაღლეს სასწავლებლებთან:

  • სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი
  • სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი
  • თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

 ბიზნესის  მართვისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების  ფაკულტეტის დებულება

სილაბუსი